რა თქმა უნდა, აქამდეც აშკარა იყო, რომ თურქეთი, დასავლეთი და არაბული ქვეყნები ეხმარებიან სირიელ მეამბოხეებს. მაგრამ ეხლა ეს მხარდაჭერა უფრო მაღალ დონეზე ავა.
24 თებერვალს, “სირიის მეგობართა” შეხვედრაზე ტუნისში, ისინი ამას უკვე ოფიციალურ დონეზეც აღარ მალავდნენ:
- საუდის არაბეთის საგარეო მინისტრმა თქვა, რომ მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარება არასაკმარისია, და სირიელი მეამბოხეებისთვის იარაღის მიწოდება “მშვენიერი იდეა” იქნებოდა.
- თურქეთის საგ. საქმეთა მინისტრმა დაუთოღლუმ თქვა, რომ უნდა მოიძებნოს ასადის რეჟიმისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს განხორციელების გზები.
- ყატარის საგ. საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ სირიაში უნდა შევიდეს საერთაშორისო არაბული სამშვიდობო ძალები.
- დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, მისი ქვეყანა აღიარებს სირიის ოპოზიციას, როგორც სირიელი არის ლეგიტიმურ წარმომადგენელს.
როდესაც ქვეყანაში მიდის მასშტაბური ამბოხი, რეჟიმს შეუძლია გადარჩენა მხოლოდ ორ შემთხვევაში:
1) მას ძალუძს ამბოხის დამარცხება შეზღუდულ ვადებში;
2) არ არსებობს გარე ძალა რომელიც ჩაერევა მეამბოხეთა მხარეზე, და შესაბამიასად რეჟიმი არ არის დროში შეზღუდული ამბოხთან ბრძოლაში.
სირიის შემთხვევაში, არც ერთს აქვს ადგილი და არც მეორეს. რეჟიმი ვერ ამარცხებს ამბოხს, და გარე ძალები სწორედაც რომ ერევიან საქმეში მეამბოხეთა მხარეს. შესაბამისად, ასადის რეჟიმი განწირულია. ირანი ყველანაირად ეხმარება ასადს, მაგრამ ეს არასაკმარისია მის გადასარჩენად.

რას ნიშნავს ეს ჩვენთვის?
ერთი მხრივ, ასადის ჩამოვარდნა დაასუსტებს ირანს, რომელიც შეიძლება ამ უსიამოვნების შედეგად ცოტა უფრო დამთმობი გახდეს. თუ ასე მოხდა, ირანში ომის შანსი შემცირდება, რაც ჩვენთვის კარგი იქნება, იმიტომ რომ რუსული საფრთხე ჩვენთვის სწორედ ირანის ომის შემთხვევაში იზრდება.
მეორე მხრივ, შეიძლება სხვაგვარადაც მოხდეს, და ასადის დაცემამ ირანი სულაც არ გახადოს უფრო დამთმობი, მიუხედავად მისი გეოსტრატეგიული შესუსტებისა. თანაც, 2008 წელს ჩვენ ვნახეთ, როგორ უყვართ კრემლის ბინადრებს დასავლეთის ქმედებების გადმომაიმუნება. კრემლინებმა შეიძლება თავი ვალდებულად ჩათვალონ, რომ საქართველოში ვინმეს სროლა დააწყებინონ, რათა ეს მათი ჩარევის საბაბი გახდეს (“если вам в Сирии можно, то мы, чо, не люди чтоли”). თუმცა, არა მგონია მათ ეს გამოუვიდეთ. :)
[...] ადრეც დამიწერია იმაზე, რომ სირიაშ ბაშარ ალ-ასადის მარცხი პრაქტიკულად გარდაუვალია.(http://stratreview.wordpress.com/2012/02/25/beginning_of_the_end_in_syria/). [...]